ოზურგეთის თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ოზურგეთის თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაირკვა, რომ დაღუპული ოზურგეთის თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი და ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე ექსპერტიზა ჩატარდება.