ოზურგეთის სოფელ ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ოზურგეთის სოფელ ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.

რაც შეეხება ლაბორატორიაში გაგზავნილ 30-ზე მეტი პირის ბიოლოგიურ მასალას, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.