ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში" სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ „მედალფაში” მოთავსებულ სამ პაციენტს ,,კოვიდ-19″ არ დაუდასტურდა.
ოზურგეთის მცხოვრები ორი მამაკაცისა და ერთი ქალის სინჯების ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. პასუხები დღეს გახდა ცნობილი და ის ნეგატიურია.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებული პაციენტები პნევმონიის დიაგნოზით გადიან მკურნალობას. პრევენციის მიზნით, კვლევისთვის გაიგზავნა მათი ბიოლოგიური მასალა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კორონავირუსი. სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ.