ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება.
როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, საბავშვო ბაღებში, სადაც გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მუშაობს, სწავლის პროცესი დროებით შეწყდება.
მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირი ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.
როგორც მერიაში განმარტავენ, სწავლის პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.