ოზურგეთის „მუსიკოსთა პარკში“ კორონავირუსზე უფასო ტესტირება მიმდინარეობს
ოზურგეთის „მუსიკოსთა პარკში“ კორონავირუსზე უფასო ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების თანამშრომლები.
უფასო ტესტირება 20:00 საათზე დასრულდება.
„ვიმყოფებით შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში და სრულიად უფასოდ ვატარებთ მოსახლეობის ტესტირებას კორონავირუსზე. მოსახლეობის გატესტვა 17:00 საათზე დავიწყეთ და 20:00 საათზე დასრულდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.