ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 28, ხოლო კარანტინში 11 პირი იმყოფება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 28 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 11 პირი იმყოფება.
ორი დღეა თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირები კონტროლდებიან. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შექმნილი ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.