ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული სოფელ ლაითურის მკვიდრია და იგი იმ ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია, რომელსაც „კოვიდ-19“ ორი დღის წინ აღმოაჩნდა. აღნიშნული შემთხვევა გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა იყო.
არსებული ინფორმაციით, ლაითურელმა ქალმა ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა, ისინი ახლობლები არიან.
„ამჟამად, სოფელ ლაითურში მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. ინფიცირებული ქალბატონი უკვე გადაყვანილია შესაბამისი პროფილის კლინიკაში. რაც შეეხება ჩოხატაურს, სოფელ ქვენობანში მიმდინარეობს მოსახლეობის პისიარტესტირება, მუშაობს ხუთი ჯგუფი. შეიძლება, ითქვას, რომ გურიაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.
ეს გურიაში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს ჩოხატაურში დაფიქსირდა.