ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
თერმოსკრინინგი დაბა ნასაკირალიდან დაიწყო. ნასაკირალის სამივე შესასვლელთან საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც დაბაში შემსვლელ მოსახლეობას ამოწმებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.
გურიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტარდება.