ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ტყის ხანძარი დასახლებიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, სადაც ტყე იწყვის, ერთ-ერთი კერა დასახლებიდან ნახევარ კილომენტრში მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, რომ დროულად მოხდეს კერებზე ხანძრის ლიკვიდაცია. აღნიშნულ ინფორმაციას სოფელში მერის წარმომადგენელი სერგო ლეჟავა ავრცელებს.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, მოსახლეობის ევაკუაციაც მოხდება და ამისთვის ყველა უწყება მზადა არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი აცხადებს, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და გომში ხანძრის ჩაქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, გომში ხანძრის ქრობის პროცესში 80 მეხანძრე-მაშველი და ორი ვერტმფრენია ჩართული.