ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მამაკაცი გადაიყვანეს
ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მამაკაცი გადაიყვანეს

ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში შუახნის მამაკაცია გადაყვანილი. იგი საქართველოში, 10 ივნისს უკრაინიდან შემოვიდა, რის შედეგადაც 15 დღის განმავლობაში კარანტინში იყო მოთავსებული. მამაკაცმა აღნიშნული სივრცე მას შემდეგ დატოვა, რაც ანალიზი ჩაუტარდა და ის უარყოფითი იყო.

„მამაკაცს კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ დაუფიქსირდა ტემპერატურა, რის შემდეგაც მიმართა ეპიდემიოლოგებს.

იგი გადაყვანილია ბათუმის კლინიკაში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას „პისიარ“ კვლევა კარანტინის დასრულების შემდეგ ჰქონდა ჩატარებული და კვლევის შედეგი უარყოფითი იყო. მამაკაცი ამჟამად ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და ახლა მისი ანალიზის პასუხის მოლოდინში ვართ“, – აცხადებენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.