ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში გადაყვანილ შუახნის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში გადაყვანილ შუახნის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში გადაყვანილ შუახნის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანაცვის ცენტრი ავრცელებს.

იგი საქართველოში 10 ივნისს უკრაინიდან შემოვიდა, რის შედეგადაც 15 დღის განმავლობაში კარანტინში იყო მოთავსებული.

მამაკაცმა აღნიშნული სივრცე მას შემდეგ დატოვა, რაც ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო.

„მამაკაცს კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ დაუფიქსირდა ტემპერატურა, რის შემდეგაც მიმართა ეპიდემიოლოგებს. იგი გადაყვანილ იქნა ბათუმის კლინიკაში. საბედნიეროდ, კვლევის შედეგად მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. იგი კლინიკიდან უკვე გაწერილია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.