ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტა დამტკიცდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2018 წლის წლიური საიმპორტო კვოტა დამტკიცდა.
ბრძანება ლევან დავითაშვილმა დღეს 9 იანვარს გამოსცა, რომელიც დღესვე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
„დამტკიცდეს 2018 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებისთვის: წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 62,33 მეტრული ტონა“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
მონრეალის ოქმის ფარგლებში, ქვეყანას დადგენილი აქვს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების ზღვრები. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ყოველწლიურად მტკიცდება წლიური საიმპორტო კვოტა და მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა იმპორტის ნებართვა.