ოთო გოშაძემ „საბურთალო დატოვა #1TVSPORT
ოთო გოშაძემ „საბურთალო დატოვა #1TVSPORT

„საბურთალო“ ოთო გოშაძემ დატოვა. გუნდის ყოფილი პირველი მეკარის წასვლის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ურთიერთშეთანხმების თანახმად, ოთო გოშაძე „საბურთალოს“ დაემშვიდობა – ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ოთოს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს, როგორც საფეხბურთო კარიერაში, ასევე ცხოვრებაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

საკლუბო კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო. ამას გარდა, იცავდა თბილისის „დინამოს“, ბათუმის „დინამოს“, ბოლნისის „სიონის“ და „თელავის“ ღირსებას.

გოშაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი – 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების. აღსანიშნავია, რომ 2013–2016 წლებში იყო საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი და მისი ფორმით სამ შესარჩევ ციკლში ითამაშა, რაც ქართველ მოთამაშეებში რეკორდული მაჩვენებელია.