ოთხივე ინფიცირებული, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ლენტეხიდან თბილისში გადმოიყვანეს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხივე კვიდრი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამი ინფიცირებული საუნივერსიტეტო კლინიკაში, მცირეწლოვანი ბავშვი კი, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, გასული 24 საათის მანძილზე თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში არ გამოვლენილა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
გუბერნატორის ინფორმაციითვე, ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფ მოქალაქეებთან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
ისინი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.
ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.