ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა

18:25, 10.04.2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ადასტურებს.

რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი პაციენტები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან.

ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს.

ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.

მსგავსი