ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ადასტურებს.
რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი პაციენტები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან.
ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს.
ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.