სემეკ-მა “ენერგო-პრო ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული 5 ჰიდროელექტროსადგურის 2018-2020 წლების წარმოების ტარიფები დაადგინა. ოთხი ჰესის შემთხვევაში ტარიფი გაიზარდა, ერთის კი შემცირდა.
“ძევრულჰესის” მოქმედი ტარიფი 2.616 თეთრია და 1.986 თეთრი ხდება.
“გუმათჰესის” ტარიფი 2.004 თეთრია და 2.209 თეთრი ხდება.
“ლაჯანურჰესის” ტარიფი 1.593 თეთრია და 1.679 თეთტი ხდება.
“რიონჰესის” ტარიფი 3.301 თეთრია და 4.060 თეთრი ხდება.
“შაორჰესის” ტარიფი 1.933 თეთრია და 2.747 თეთრი ხდება.
სემეკ-ის სხდომაზე “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ინვესტიციების გაზრდაზე იყო საუბარი. კომპანია თანხის ჩადებას ჰესების რეაბილიტაციაში გეგმავს.
დღესვე სემეკ-მა ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები გაზარდა. სამომხმარებლო ტარიფები კი ცნობილი 27 დეკემბერს გახდება.