ოთარ კერესელიძე - სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად მივიდნენ მისამართზე და მოხდა წყლის ამოტუმბვა, დაშავებული არავინაა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, „112“-ში 100-მდე შეტყობინება შევიდა თბილისის მასშტაბით დატბორვასთან დაკავშირებით.
ოთარ კერესელიძე დიდ დიღომში იმყოფება, სადაც ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა და პრობლემები საცხოვრებელ კორპუსებშიც შექმნა.
„ქალაქ თბილისის მასშტაბით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა დატბორვასთან დაკავშირებით. ადგილზე ოპერატიულად მოვიდნენ სამაშველო ჯგუფები, ოპერატიულად მოხდა მისამართზე მისვლა და წყლის ამოტუმბვა. დაშავებული არავინაა“, – განუცხადა კერესელიძემ ჟურნალისტებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, 20-მდე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.