ოთარ კახიძე - სრულად გადმოვიტანთ პარლამენტს ქუთაისში, შემოვიყვანთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“, წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს
ოთარ კახიძე - სრულად გადმოვიტანთ პარლამენტს ქუთაისში, შემოვიყვანთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“, წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს

სრულად გადმოვიტანთ პარლამენტს ქუთაისში, შემოვიყვანთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“, წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ ქუთაისში განაცხადა, სადაც პარტიამ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

„გვინდა, პარლამენტის სრულად გადმოტანა ამ ქალაქში, არა თბილისიდან ქუთაისში წინ და უკან სასიარულოდ, არა დროებით და ნახევრად, არამედ სრულად; როდესაც პარლამენტის დეპუტატები იცხოვრებენ ამ ქალაქში, იცხოვრებენ ამ ქალაქის პრობლემებით; გვინდა, აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის სრულფასოვნად ამოქმედება. ჩვენ შემოვიყვანთ ამ ქალაქში მსოფლიო გიგანტს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ლიდერს „რაინეარს“. წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს. ამავე დროს, ჩვენ გვსურს, რომ ქუთაისის აეროპორტს დაემატოს სატვირთო ტერმინალი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიამ ქუთაისის მერობის კანდიდატად ამირან ძოწენიძე დაასახელა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა გურგუჩიანი.