ოთარ გრიგოლია - ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები და იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში
ოთარ გრიგოლია - ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები და იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის ზომები, რომელთა მიღებასაც საქართველოს წინააღმდეგ აპირებენ, არის ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან არ განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, აწარმოოს პოლიტიკა.

„ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები და იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში. გამომდინარე აქედან, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგულნი და სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული გეზი გვკარნახობს მეტი გამჭვირვალობის შემოტანას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოპოზიციის მიერ საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ხალხს არ აქვს უფლება რაიმე პროცესებზე ისაუბროს, რადგან მათ ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ.