ოთარ ჩოკოშვილი - გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს იმის პროპორციულად, რაც უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი დაგროვდება
ოთარ ჩოკოშვილი - გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს იმის პროპორციულად, რაც უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი დაგროვდება

სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს იმის პროპორციულად, რაც უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი დაგროვდება, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა.

როგორც ოთარ ჩოკოშვილმა აღნიშნა, ექიმების თავდაუზოგავი შრომის დახმარებით, შესაძლებელია, დაბალი სიკვდილიანობა შენარჩუნდეს, მაგრამ გაზრდილი საერთო ციფრების გამო, სკვდილობაც იზრდება.

„ეს ძალიან არასასიამოვნო და ცუდია. დღიურად 50 და 70 ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ მაღალი ციფრია კვირის და თვის განმავლობაში. ამის თავიდან აცილების გზები ჩვენ გვაქვს. ეს პრევენციული ღონისძიებები და ვაქცინაცია. სამწუხაროდ, არ არის ადამიანებში მონდომება და კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ვირუსს ახასიათებს გახანგძლივებული მიმდინარეობა, კლინიკურად გამოჯანმრთელება შედარებით გვიან ხდება. გარდა ამისა, ახალგაზრდებში შეიძლება მოხდეს გართულება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან თავი“, – განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.