ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დასაქმებულები დაკიდებულ ხარაჩოზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ხარაჩოს ერთი ნაწილი მოწყდა და მუშები დაახლოებით მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ასევე მიმდინარეობს ხარაჩოს დემონტაჟი.