ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დასაქმებულები დაკიდებულ ხარაჩოზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ხარაჩოს ერთი ნაწილი მოწყდა და მუშები დაახლოებით მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ასევე მიმდინარეობს ხარაჩოს დემონტაჟი.