ორმაგი დაწინაურება - უგულავა ბომბარდირებში, „სიონი“ სატურნირო ცხრილში
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ბოლნისელები ჯაბა უგულავას დუბლით იგებდნენ – „სიონის“ თავდამსხმელმა მეტოქის კარი მე-9 წუთზე პენალტით აიღო, ხოლო 70-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა და ლიგის ბომბარდირთა დავაში 6 გოლით დაწინაურდა. „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ სხვაობა 88-ე წუთზე შეამცირა, თუმცა თბილისელებმა ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და ზედიზედ მეხუთედ დამარცხდნენ 1:2.
„სიონმა“ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთდროულად ორი საფეხურით, მე-5 ადგილზე დაწინაურდა. „ლოკომოტივი“ კი 6 ქულით მე-8 ადგილზეა.