ორი წლის შემდეგ პირველად, ერევნიდან სტამბოლში პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა
ორი წლის შემდეგ პირველად, ერევნიდან სტამბოლში პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა, რომლის ბორტზეც 64 მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავიარეისის განხორციელებაზე დაძაბული ურთიერთობის მქონე ორი მეზობელი ქვეყანა, გასულ თვეს მოსკოვში მოლაპარაკებაზე შეთანხმდა, რომელიც მხარეებმა „პოზიტიურ და კონსტრუქციულ“ შეხვედრად შეაფასეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს შესაძლოა, იმის წინაპირობა გახდეს, რომ მომავალში სომხეთსა და თურქეთს შორის 1993 წლიდან დახურული სახმელეთო საზღვარიც გაიხსნას.