ორი პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ დარეგისტრირების საკითხზე პარლამენტში ხვალ იმსჯელებენ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.
„ჩვენ დიდი გატაცება, ვნება პოლიტიკური ჯგუფის და ფრაქციის შექმნის ზოგადად არ გვქონია და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ გვქონია. თქვენ იცით, რომ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ინიციატივით დავიდა ორ ადამიანამდე პოლიტიკური ჯგუფისთვის საკმარის ადამიანთა ოდენობა. ჩვენ სამნი ვართ და შესაბამისად, ლოგიკურად ჩვენც გვეკუთვნის, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომელიც გავიგეთ, რომ თუ ერთი ადამიანი გადავიდა სხვა პარტიაში, სხვა ფრაქცია შექმნა, მაშინ დარჩენილი ჯგუფი ვერ შექმნის პოლიტიკურ ჯგუფს, რაც თუ წავიკითხავთ, არ არის სწორი. იქ საუბარია არა ერთ წევრზე, არამედ წევრებზე. ვნახოთ, ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალ“, – აღნიშნა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.