საქველმოქმედო ორგანიზაციამ „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო“ ღაზაში მუშაობა შეაჩერა
საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო“ ღაზაში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერინ გორმა განაცხადა.
„მსოფლიო ცენტრალური სამზარეულო“ დაუყოვნებლივ აჩერებს საქმიანობას რეგიონში. მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალში ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ერინ გორმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.