ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელმა ბათუმში აქცია გამართა
ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელმა ბათუმში აქცია გამართა

„ნუ უჭერთ მხარს უმცირესობას, რომელიც ძალადობს ტრადიციულ უმრავლესობაზე“, „რატომ ისჯება ალტ-ინფო“ და არ ისჯებიან „ფორმულა“, „მთავარი“ და „ტვ პირველი“. ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ მივიდა და საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად აქცია გამართა.

„ევროკავშირი უნდა დაგვეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში, არ უნდა მოგვახვიოს თავს უმცირესობების ტერორი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ეს საინფორმაციო საშუალებები ახდენენ ტერორს ცნობიერებაზე, ამიტომ კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა. ამის თქმა გვინდა მიშელისთვის“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

მერაბ ჭიქაშვილს ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მან ტერიტორია დატოვა.