ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ არკადი ბაბჩენკოს სიკვდილის ინსცენირების ფაქტით აღშფოთებულია
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ არკადი ბაბჩენკოს სიკვდილის ინსცენირების ფაქტით აღშფოთებულია. საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ დელუირმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„უკრაინული სპეცსამსახურების მანიპულაციასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია აღშფოთებას გამოთქვამს. ეს ინფორმაციული ომის ახალი საფეხურია. ყოველთვის ძალიან სახიფათოა მთავრობისთვის ფაქტებთან თამაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტს იყენებს“, – აღნიშნა კრისტოფერ დელუირმა.
არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა.
30 მაისს კი არკადი ბაბჩენკო უკრაინელი სამართალდამცავების ბრიფინგზე მივიდა. ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნეს.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია