ეუთო-ს წარმომადგენელი - ვწუხვარ, რომ ჟურნალისტის მკვლელობაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, სახელმწიფო ვალდებულია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს
ეუთო-ს წარმომადგენელი - ვწუხვარ, რომ ჟურნალისტის მკვლელობაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, სახელმწიფო ვალდებულია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს

ვწუხვარ, რომ ჟურნალისტის მკვლელობაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. სახელმწიფო ვალდებულია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, – ასე ეხმაურება თავისუფალი მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ჰარლემ დესირი ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირების ფაქტს.

ჰარლემ დესირმა განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

„როდესაც გავიგე, რომ ბაბჩენკო ცოცხლი იყო, შვება ვიგრძენი, თუმცა ვწუხვარ, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. სახელმწიფო ვალდებულია, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს“, – წერს ეუთო-ს წარმომადგენელი „ტვიტერში“.

არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა.

30 მაისს კი არკადი ბაბჩენკო უკრაინელი სამართალდამცავების ბრიფინგზე მივიდა. ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნეს.