ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ დამფუძნებელი - ისრაელის თავდასხმა „ღაზაში“ არ იყო შემთხვევითობა, ჩვენი მანქანები ისრაელის სამიზნე სისტემატურად იყო
საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ დამფუძნებელი, ხოსე ანდრესი აცხადებს, რომ მის ჯგუფს ისრაელის თავდაცვის ძალებთან მკაფიო კომუნიკაცია ჰქონდა.
„როიტერთან“ ინტერვიუში ანდრესმა აღნიშნა, რომ „ისრაელის თავდასხმა, რომლის დროსაც „ღაზაში“ მისი შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, არ იყო შემთხვევითობა და ორგანიზაციის მანქანები ისრაელის სამიზნე სისტემატურად იყო“.
„ეს არ იყო მხოლოდ უიღბლო სიტუაცია, როდესაც ბომბი არასწორ ადგილას ჩამოვარდა. ეს იყო ჰუმანიტარული კოლონა, რომელსაც ჰქონდა ნიშნები ზედა სახურავზე, ძალიან ფერადი ლოგოტიპი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. ძალიან ნათელია, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ“,- აღნიშნა ანდრესმა.
მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა კოლონა და ითხოვს, რომ ინციდენტი აშშ-მა და ყველა იმ ქვეყნის მთავრობამ გამოიძიოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ამ თავდასხმის დროს დაიღუპა.
„ისინი გვიმიზნებდნენ კონფლიქტის ზონაში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ ისრაელის თავდაცვის ძალები. მათ იცოდნენ, რომ ჩვენი გუნდები მოძრაობდნენ ამ გზაზე სამი მანქანით. იმ შემთხვევაშიც კი, რომ არ გვქონოდა კომუნიკაცია ისრაელის თავდაცვის ძალებთან, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის და არცერთი სამხედროს სამიზნე არ შეიძლება იყონ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები“, – განაცხადა ანდრესმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.