ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია
ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

დემოკრატიის კვლევის ცენტრი „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს – „დემოკრატიის ანგარიში 2023“.

კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.

2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 10-წლიანი დემოკარტიზაციის, დემოკრატიის პროგრესის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. პირველ ადგილზე დანია გავიდა, მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, შვედეთმა და ნორვეგიამ დაიკავეს. 2023 წლის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ა.შ.

კვლევის მიხედვით, ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის გარდა, საქართველოს 10-წლიანი პროგრესი აქვს დემოკრატიის ინდექსშიც. არჩევითი დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, ბოლო 10 წელიწადში არჩევითი დემოკრატია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველო 2012 წელს უკვე იყო კლასიფიცირებული, როგორც არჩევითი დემოკრატია, შემდეგ კი მაჩვენებელი გაუმჯობესდა.“

„აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორი დემოკრატიზირებული ქვეყანაა: სომხეთი და საქართველო. „აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კვლავ დომინირებს საარჩევნო ავტოკრატია: მოსახლეობის 63% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი; მოსახლეობის 22% გვხვდება საარჩევნო დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო; ხოლო 5% ცხოვრობს ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში – ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიასა და სლოვაკეთში“, – აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევითი დემოკრატიის ინდექსის კვლევის ობიექტს წარმოადგენს დემოკრატიის საარჩევნო პრინციპი, რომელიც ცდილობს, განასახიეროს მმართველების მოქალაქეებისადმი პასუხისმგებლობის ძირითადი ღირებულება.