ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრი - ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება
ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრი - ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა იმართება. აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, აპირებენ თბილისის ორივე სანაპირო გადაკეტონ.

„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება. ვფიქრობდით გუნდში, რა იქნებოდა დღეს, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს გადაკეტვას მაინც, მაგრამ იმდენი ვართ, ორივე სანაპიროს გადავკეტავთ“, – განაცხადა ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრმა.

აქციის მონაწილეები, ვიდრე მსვლელობას გამართავდნენ, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციას ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ.