ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ წარმომადგენლები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ
ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში, ოპერის წინ შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა იმ ადგილზე მისვლას გეგმავენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევა მოხდა.
ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მყოფ შვილმკვდარ მამებს – ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს.
„წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ადგილს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 7 ნოემბერს ჩვენი თანამოქალაქეები დაარბია, სადაც ქართველი ხალხის სისხლი დაიღვარა. აქ იმყოფებიან შვილმოკლული მამები და გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ მათ. ჩვენ მათ მიმართ სოლიდარული ვართ . ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს ასეთი ფაქტები, როდესაც მოზარდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. ეს ყველაფერი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან მომდინარეობს, როდესაც ბავშვები მთელი 9 წელი აგრესიის მეტს არაფერს უსმენდნენ რადიოთი, ტელევიზიით თუ კომპიუტერით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ია მეტრეველმა განაცხადა.