ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ წარმომადგენლები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ

16:42, 07.11.2018

ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში, ოპერის წინ შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა იმ ადგილზე მისვლას გეგმავენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევა მოხდა.

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მყოფ შვილმკვდარ მამებს – ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს.

„წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ადგილს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 7 ნოემბერს ჩვენი თანამოქალაქეები დაარბია, სადაც ქართველი ხალხის სისხლი დაიღვარა. აქ იმყოფებიან შვილმოკლული მამები და გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ მათ. ჩვენ მათ მიმართ სოლიდარული ვართ . ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს ასეთი ფაქტები, როდესაც მოზარდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. ეს ყველაფერი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან მომდინარეობს, როდესაც ბავშვები მთელი 9 წელი აგრესიის მეტს არაფერს უსმენდნენ რადიოთი, ტელევიზიით თუ კომპიუტერით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ია მეტრეველმა განაცხადა.

მსგავსი