ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაცია კვლევის საფუძველზე განხორციელდება
ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაცია კვლევის საფუძველზე განხორციელდება

ორბელიანის მოედანსა და მშრალ ხიდზე დაგეგმილი რეაბილიტაციები არის პროექტ „ახალი თბილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის გაგრძელება, რომელსაც საფუძვლად უდევს კვლევა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ვაჩეიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, როდესაც ვაჩეიშვილმა მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ზედაპირული უწოდა.

„ორბელიანის მოედანსა და მშრალ ხიდზე დაგეგმილი რეაბილიტაციები არის პროექტ „ახალი თბილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის გაგრძელება, რომელსაც საფუძვლად უდევს კვლევა. კვლევამ დააზუსტა განვითარების შესაძლებლობები, ანუ ქალაქში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარების მიზნით აუცილებელი იყო აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. აუცილებელია, მოხდეს ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაცია. ფონდმა გააკეთა უძრავი ქონების კვლევა და შეაფასა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სადაც ზუსტად ვიცით, პირველი რა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ზედაპირული გადაწყვეტილებები არ მიგვიღია“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა დღეს მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ზედაპირული უწოდა.