ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე 13:30 საათზე გაიმართება.