ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.