ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქარტიაზე ხელმოსაწერად მიდიან [ფოტო]
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქარტიაზე ხელმოსაწერად მიდიან [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელს აწერენ.

კერძოდ, ორბელიანების სასახლეში ქარტიის დოკუმენტს ამ დროისთვის ხელი მოაწერეს: ეკა ბესელიამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, პაატა დავითაიამ, თაკო ჩარკვიანმა, გია გაჩეჩილაძემ, მამუკა ხაზარაძემ და ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი მხარს უჭერენ ქარტიას და მიაჩნიათ, რომ დოკუმენტში სწორი აქცენტებია გაკეთებული.

ქარტიაზე ხელმოწერაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს „გირჩმა“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.