ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]
ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ლიეტუვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
დღის წესრიგის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი და გიტანას ნაუსედა ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ოფიციალურ შეხვედრებამდე, გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.