საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა
საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა

საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ანალიზები ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტში იყო გაგზავნილი, ქართულმა მხარემ პასუხი დღეს მიიღო, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშიც გადამოწმდა.

ამასთან, ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვება ოთხ ადამიანზე მიმდინარეობდა. ინფექციურ საავადმყოფოს როტერდამიდან ჩამოსული პასუხები გაეგზავნება, რის შემდეგაც გადაწყდება, გაწერენ თუ არა ორ პაციენტს, რომელთაც ვირუსი არ დაუდგინდათ.