ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე სავაჭრო ბრუნვამ 302 მილონი ლარი შეადგინა
ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე სავაჭრო ბრუნვამ 302 მილონი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა,  რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებში.

კვლევის თანახმად, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი ადამიანი ვაჭრობდა, რომელთა 44,3 პროცენტი თბილისზე მოდის, 14,2 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი – ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი – კახეთის, 7,5 პროცენტი – აჭარის, 7,5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი – შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი – გურიის რეგიონზე ნაწილდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302,0 მილიონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი – არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს.

90,6 მილონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5 პროცენტი თბილისზე მოდის.

დატოვე კომენტარი