ოქსფორდის უნივერსიტეტი ადამიანზე კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს აფართოებს
ოქსფორდის უნივერსიტეტი ადამიანზე კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს აფართოებს

ოქსფორდის უნივერსიტეტი „კოვიდ-19“-ის ვაქცინის კვლევა ადამიანებზე ტესტირებების გაფართოების ეტაპზე გადადის. ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთში მდებარე გლობალურ ბიოფარმაცევტულ კომპანია, ასტრაზენეკასთან ერთად ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველი ფაზა დასრულდა, სადაც იმუნიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. კვლევების მეორე ფაზისთვის კი ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება მოხდება და იმუნიზაცია შედარებით ასაკოვან მოსახლეობასა და ბავშვებს ჩაუტარდებათ

მესამე ფაზისთვის ცდების მასშტაბები 18 წელს გადაცილებულ ფართო ჯგუფებზე ჩატარდება.
სიენენის“ ინფორმაციით, ბრიტანულ ბიოფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად ვაქცინის 400 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს.