ამერიკელი ტელევარსკვლავი ოპრა უინფრი ამბობს , რომ 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
„პრეზიდენტობა არ მაინტერესებს , სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა , ისინი კამპანიის დაგეგმვაში მთავაზობდნენ დახმარებას. პრეზიდენტობა საჩემო არ არის“, – განცხადა ოპრა უინფრიმ გამოცემა InStyle-თან ინტერვიუში.
ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ამერიკელი ტელევარსკვლავი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე ოპრა უინფრიმ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.