აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი - 2024 წლის საარჩევნო ციკლში უპრეცედენტო რაოდენობის დეზინფორმაცია ვრცელდება
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი - 2024 წლის საარჩევნო ციკლში უპრეცედენტო რაოდენობის დეზინფორმაცია ვრცელდება

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების მაღალჩინოსანი ჯენ ისტერლი აცხადებს, რომ 2024 წლის საარჩევნო ციკლში შეინიშნება უპრეცედენტო რაოდენობის დეზინფორმაცია, მათ შორის ყალბი ინფორმაციები, რომლებსაც „აგრესიულად ავრცელებენ და აძლიერებენ უცხოური მოწინააღმდეგეები უპრეცედენტო მასშტაბით“. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხი დგას დეზინფორმაციის ნიაღვრის წინაშე, რომელიც კვლავაც გრძელდება“, – განაცხადა კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯენ ისტერლიმ.

მისივე თქმით, წინასწარი ხმის მიცემის პერიოდში დაფიქსირდა მცირე მასშტაბის ინციდენტები, როგორებიცაა საარჩევნო ყუთების განადგურება და კიბერშეტევები, თუმცა „არაფერი ისეთი, რასაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე“.