ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შეხვედრას მართავენ, რომელზეც უკრაინაში დაგეგმილი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალებს განიხილავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შეხვედრას მართავენ, რომელზეც უკრაინაში დაგეგმილი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალებს განიხილავენ

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. იოსელიანის ხელმძღვანელობით დახურულ კარს მიღმა ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინაში დაგეგმილი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალებს განიხილავენ. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე დაზუსტდება უკრაინაში ოპოზიციონერი დეპუტატების გამგზავრების თარიღი.

როგორც იოსელიანმა განმარტა, უკრაინაში გამგზავრებას უკრაინელი ხალხის და უკრაინის ხელისუფლებისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად გეგმავენ.

ლევან იოსელიანის კაბინეტში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები გიორგი ვაშაძე და თეონა აქუბარდია, ასევე „გირჩის“ ოთხივე წევრი და თამარ კორძაია.