ოპოზიციამ აქციის მონაწილეებს მიმართა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ
ოპოზიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მიაწოდონ ინფორმაცია.
კერძოდ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება და 24 საათის განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას გაყალბებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე.
„ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებულ პარლამენტში შესვლაზე, ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას. ამ მასშტაბის დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება. აუცილებელია ეს და ჩვენ თქვენი მანდატით ვაგრძელებთ ამ საქმეზე მუშაობას. 24 საათი ვაგროვებთ ინფორმაციას გაყალბებაზე, დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ჩვენი კონტაქტები საჯაროა, გამოგვიგზავნეთ, ვისაც გაქვთ ეს ინფორმაცია. ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ყველაფერი წინ არის და ვინც ამხელა დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, არჩევნების მომპარავები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.