„ოპიკი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში სავარაუდოდ, 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განახორციელებს
აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაცია „ოპიკი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში სავარაუდოდ, 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განახორციელებს.
ფინანსირების საკითხი „ოპიკის“ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დღეს შეხვედრაზე განიხილეს.
ანაკლიის პორტის დაფინანსებაში ხუთი სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია ჩართული.
„ოპიკი“კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციაა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე უკვე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე საზღვაო სამუშაოების დასაწყებად მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.