ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა 30 ოქტომბერს გაიმართება
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა 30 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა 30 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თანხმობა განაცხადა, მონაწილეობა მიიღოს ღია ფორმატის შეხვედრაში, წარდგეს მოხსენებით და ისაუბროს პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე.

საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა 2019 წლის 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა“, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციაში.