OPCW-ში რუსეთის ელჩი - სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დადგმული
OPCW-ში რუსეთის ელჩი - სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დადგმული

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დადგმული, – ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთის ელჩმა განაცხადა.

ალექსანდრ შულგინის თქმით, სცენარი ვაშინგტონში დაიწერა და ეჭვგარეშეა, რომ „პირველი ვიოლინოს“ როლს აშშ ასრულებდა.

რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვს აქვს უდავო მტკიცებულება, რომ 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით თავდასხმა არ მომხდარა.

„ეს იყო ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, აშშ-დან სავარაუდო მოკავშირეების მონაწილეობით. მიზანი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სირიის წინააღმდეგ აგრესიის გამართლება იყო“, – თქვა შულგინმა.